|
  • EUR 1 = GEL 3.9722
  • USD 1 = GEL 3.3185
|

საბერძნეთში ქართველი მოსამსახურე მძარცველებმა სასტიკად სცემეს

საბერძნეთში, ათენთან ახლოს, ხალანდრის რაიონში საქართველოს მოქალაქე, რომელიც ბერძნულ ოჯახში დამხმარედ მუშაობდა, ბინის ძარცვის დროს მძარცველებმა წინააღმდეგობის გაწევის გამო სასტიკად სცემეს - ინფორმაციას ბერძნულ მედიაზე დაყრდნობით Diaspora.ge ავრცელებს.

როგორც ბერძნულ მედია წერს, ქართველმა მოსამსახურე ქალმა ბოროტმოქმედებს ძვირფასეულობის ადგილსამყოფელი არ გაუმხილა და ქართველი შინამოსამსახურე ამის გამო ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოჩნდა.

საბერძნეთის პროკურატურის ინფორმაციით, ბოროტმოქმედთა ჯგუფის წევრები დაკავებულები არიან. ოფიციალური უწყების  ინფორმაციით, ისინი საქართველოდან არიან.

 

ავტორი: ნიუპრესი

თქვენი აზრით, როგორ ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში?

დემოკრატიულად - 23.91%
მცირე დარღვევებით - 15.22%
გაყალბებით - 60.87%
სულ - 46 ხმა