|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბჭოთა ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა

საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მე-11 არმიამ საქართველოს ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ იუნკერთა დიდი ნაწილი ბრძოლის ველზე გმირულად დაიღუპა.

საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება.

სახელმწიფო დროშები დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტისა და ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

ავტორი: ნიუპრესი