|
  • EUR 1 = GEL 3.3476
  • USD 1 = GEL 2.9562
|

საჩხერეში კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის შედეგს ელოდებიან

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის ინფექციაზე 2 პაციენტის ანალიზის შედეგებს ელოდებიან. 

 სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტების ბიოლოგიური მასალა ქუთაისის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პაციენტები საშუალო ასაკის,  ადგილობრივი მამაკაცები არიან, რომლებსაც ტემპერატურა და ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. მათ მოგზაურობის ისტორია და ინფიცირების კერებთან კავშირი არ აქვთ.

კლინიკაში ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით ერთი პაციენტი მკურნალობს. ქამუშაძის თქმით, პაციენტი ასევე შუახნის მამაკაცია, რომელსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

ავტორი: ირინა მაკარიძე