|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საჩხერის კლინიკაში ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით 4 პაციენტი რჩება. სამედიცინო ცენტრის მენეჯერის ინფორმაციით, მათგან შედარებით მძიმეა ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა, რომელიც ესპანეთში მოგზაურობის ისტორიით, ცენტრში სამი დღის წინ შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და ცხელება აქვს.

ორი კვირის წინ შესული 3 პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მათ განმეორებითი ანალიზი ჩაუტარდება და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებენ.

რაც შეეხება საჩხერის საკარანტინე ზონას, 62 ადამიანია მოთავსებილი, მათგან 28 აზერბაიჯანის მოქალაქეა, რომლებიც საჩხერესა და ჭიათურაში მარნეულის გავლით მოხვდნენ.

რამდენიმეს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და მათ ანალიზებს აუღებენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა