საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი ყავთ
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფ ორ პაციენტს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება. საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პაციენტებს ანალიზებს, სავარაუდოდ, დღეს აუღებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კლინიკას დატოვებენ.
ამ დროისთვის ცენტრში ინფიცირებული სამი პაციენტია. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა და რამდენიმე დღის წინ გაეწერა. კლინიკაში ვირუსის სიმპტომებით ოთხი ახალი პაციენტი ყავთ, მათ ანალიზებს დღეს აუღებენ.
საჩხერის კარანტინში 55 მოქალაქეა მოთავსებული.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 33.33%
არა - 66.67%
არ ვიცი - 0%
სულ - 3 ხმა