საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებული მამაკაცის ინფიცირების წყარო დაუდგენელია
საჩხერის სამედიცინო ცენტრში მოთავსებულ პაციენტს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. 30 წლის მამაკაცი სამედიცინო ცენტრში 2 დღის წინ მოათავსეს. ის თერჯოლის მკვიდრია.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული მამაკაცი თბილისში ერთ-ერთ ლომბარდში მუშაობდა. ამ დროისათვის მისი დაინფიცირების წყარო უცნობია, თავად მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა.
ამ დროისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით ორი პაციენტია მოთავსებული. სამედიცინო დაწესებულება დატოვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა სამმა პაციენტმა.
საჩხერეში კარანტინში 55 მოქალაქეა მოთავსებული.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი