|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება

საცურაო აუზები და სპორტდარბაზები შრომის ინსპექციის შემოწმების შემდეგ გაიხსნება, - აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.
აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის დადგენილ რეგულაციები შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი გამოაქვეყნებს, რის შემდეგაც მოთხოვნის შესაბამისად დაიწყებს შემოწმებას.
საცურაო აუზები და სპორტდარბაზები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ინსპექტირებას, დაუყოვნებლივ შეძლებენ ფუნქციონერების განახლებას.
 

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის თქმით, სპორტდარბაზებში ყოველ 6 კვ.მეტრზე ერთი ადამიანი დაიშვება, უპირატესობა მიენიჭება ბუნებრივ ვენტილაციას, ხოლო ხელოვნური ვენტილაცია ნომინალურ სიჩქარეზე უნდა იყოს გადართული. გამოცემული იქნება შესაბამისი პროტოკოლი და წესი. ასევე:

  • დალაგების შემდეგ განიავება უნდა მოხდეს ორპირი ქარის პრინციპით;
  • საშხაპეები შესაბამისი ტიხრებით უნდა იყოს გამოყოფილი. 
  • კარადები უნდა იყოს გამოტოვებული. 
  • თითოეული ადამიანისთვის ერთჯერადი შეფუთვის პირსახოცი უნდა იყოს გამოყოფილი. 
  • ჯგუფური ვარჯიშებისას დაშვებულია არა უმეტეს 10 ადამიანი. 

რაც შეეხება აუზებს, ფერაძის თქმით, წყალს კოლიბაქტერიებზე ლაბორატორულად გამოიკვლევენ და, გადახრის აღმოჩენის შემთხვევაში, სრულფასოვანი მიკრობიოლოგიური კვლევა მოხდება. 

მისივე თქმით, შეზლონგებზე აკრძალულია შეწოვადი, რბილი მასალების გამოყენება. ყოველი გამოყენების შემდეგ კი შეზლონგს დეზინფექცია უნდა ჩაუტარდეს.

საცურაო აუზებისა და სპორტდარბაზების შემოწმება 7 ივლისიდან დაიწყება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა