|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სადაც გავიმარჯვებთ, იმ რაიონის ბიუჯეტიდან პენსიას გავზრდით"

იმ რაიონებში სადაც ჩვენ გავიმარჯვებთ, იმ რაიონის ბიუჯეტიდან პენსიას გავზრდით, - განაცხადა  "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა  გიგი უგულავამ დღეს ტყიბულში პარტიის ოფისის გახსნისას.

უგულაცას თქმით, პენსიის ზრდა მოსალოდნელია 25-დან 50 -მდე ლარის ფარგლებში - "ეს მოხდება იმ რაიონის შესაძლებლობების ფარგლებში,  რაიონის  ბიუჯეტის შესაძლებლობების გათვალისწინებით,   ბიუროკრატიული მავნებლობის ხარჯზე"-  განაცხადა  მან.  

ტყიბულში "ევროპული საქართველოს" ლიდერები  რაიონული ორგანიზაციის წევრებს  შეხვდნენ და სამომავლო გეგმებზე ესაუბრნენ.  

"ჩვენი ამოცანაა, რომ ტყიბულშიც, იმერეთშიც და მთელ საქართველოშიც ადამიანებს გავუჩინოთ უკეთესი მომავლის იმედი და რწმენა, რომ ნორმალური, კომპეტენტური ხელისუფლების პირობებში შესაძლებელია სამუშაო ადგილების შექმნა, სიღარიბის დაძლევა, უკეთ ცხოვრება,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 პარტიამ ოფისები ასევე  ცაგერსა და ამბროლაურში  გახსნა. პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, რეგიონებში პარტიის ოფისების გახსნა გაგრძელდება. "ევროპული საქართველო" ყრილობისთვის ემზადება.

ავტორი: ნიუპრესი