|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არჩევნებზე, საერთაშორისო დამკვირვებლებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

მისივე ინფორმაციით,  საერთაშორისო დამკვირვებლებთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვა მეთოდები იქნება გამოყენებული.

"დაავადებათა კონტროლის ცენტრიცაა იმ ჯგუფში, რომელიც არჩევნების ჩატარების ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებაზე მუშაობს. ჯერჯერობით, საბოლოო შეჯერებული მოდელი არ არის, თუმცა, რა თქმა უნდა, გარკვეული მოსაზრებები და წინადადებები არის. ის, რომ კარანტინი მათ არ გაიარონ, ეს დაზუსტებული ინფორმაციაა, იქნება შესაბამისად სხვა მეთოდები გამოყენებული, რომელიც ეპიდემიოლოგიურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საკითხზე ვმუშაობთ, განიხილება ბევრი ვარიანტი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა