|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისში ახალი კოორდინატორი ყავს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ქუთაისის ოფისს ახალი კოორდინატორი ყავს. ამ დრომდე ორგანიზაციის კოორდინატორის პოსტს ზურაბ ზამბახიძე იკავებდა. მან თანამდებობა ორგანიზაციასთან ორმხრივი შეათანხმების საფუძველზე დატოვა. ის პოსტს დაახლოებით, ორი წლის განმავლობაში იკავებდა.

ორგანიზაციამ კოორდინატორად ლელა მოწონელიძე დანიშნა, რომელიც პროფესიით იურისტია. როგორც ლელა მოწონელიძემ "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, ის ორგანიზაციის იურისტი 2014 წლიდან არის, ამ დრომდე ზუგდიდის ოფისში მუშაობდა და ზამბახიძის განცხადების  შემდეგ დაინიშნა ქუთაისის ორგანიზაციის კოორდინატორად.

მისი განცხადებით, ორგანიზაცია კვლავ აქტიურად გააგრძელებს საქმიანობას.  მიმდინარე წელს პირველი შეხვედრა 30 იანვარს გაიმართება. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება კვლევა, იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებ-გვერდების საქმიანობისა და მათზე გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ.

 

ავტორი: ნიუპრესი