საფიჩხიის სასაფლაოზე ცნობილი მხატვარის ოთარ ქანდარიას ბიუსტი მოიპარეს
ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე ცნობილი მხატვარის ოთარ ქანდარიას ბიუსტი მოიპარეს.
არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ბიუსტი ღამით წაიღეს.
ფაქტს ადასტურებენ მხატვრის ოჯახში და აცხადებენ, რომ ბიუსტი ბრინჯაოსი იყო, მომხდარის შესახებ სამართალდემცვრლებს აცნობეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 258_ე მუხლის, მე-2 ნაწილით დაწყო, რაც საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას ნიშნავს. აღნიშნული მუხლი 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა