|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფრანგეთის ფინანსური ინსტიტუტის გრანტი საქართველოს რკინიგზას

საქართველოს რკინიგზამ საფრანგეთის განვითარების სააგენტოსგან (AFD) 500 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო. ტექნიკური დახმარების მიზანი - სარკინიგზო ტრანსპორტის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და მისი ევროკავშირის რეგულაციებთან ჰარმონიზაციის მხარდაჭერაა.

საქართველოში ინვესტირებისა და სატვირთო გადაზიდვების ბაზრის გაფართოების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში შემუშავდება: ეროვნული სარკინიგზო პოლიტიკის დოკუმენტი, რეგიონულ კონტექსტში - სატვირთო გადაზიდვების ბაზრის კვლევა და მისი განვითარების სტრატეგია.

ასევე მომზადდება საინვესტიციო გეგმა (მათ შორის - მოძრავი შემადგენლობისთვის). დასახული მიზნების სწორად განხორციელებისთვის, AFD-ის რეკომენდაციით, საქართველოში ფრანგი ექსპერტი ჩამოვა, რომელიც საქართველოს რკინიგზისა და სხვა ოფიციალური უწყებების წარმომადგენლებს კონსულტაციებს გაუწევს. მისია,  რომელიც ივნისამდე დაიწყება დაახლოებით 12/18 თვე გაგრძელდება.

 

 აღსანიშნავია, რომ AFD საფრანგეთის საჯარო ფინანსურ ინსტიტუტია, რომელიც მსოფლიო მასშტაბით  პროექტების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს და ისეთ  საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობს როგორიცაა აზიის განვითარების ბანკი (ADB).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა