|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საინფორმაციო აქცია ბათუმის ბაზარში

"ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის" ბათუმის გენდერის მედიაცენტრმა 21 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საინფორმაციო აქცია ბათუმის აგრარულ ბაზარში გამართა. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაურიგეს საინფორმაციო ფურცლები და 21 ოქტომბრის არჩევნებისა და არჩევნებში ქალის როლის შესახებ ესაუბრნენ.
აქცია საკმაოდ პოზიტიურ გარემოში ჩატარდა. ბაზარში მყოფი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომლებმაც დისკუსიაში მიიღეს მონაწილეობა  ქალის, როგორც კანდიდატისა და როგორც ამომრჩევლის გაძლიერებას მხარს უჭერს და აცხადებდნენ, რომ „ქალის, როგორც ამომრჩევლის პრობლემები კარგად იცის ქალმა, ვნახავტ რას გვპირდებიან და მათ მივცემთ ხმას...“

საინფორმაციო აქცია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკაში ჩართულობას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 
პროექტის მიზანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ არჩევნებში ჩართული ყველა მხარის ცნობიერების ამაღლებით, ხელი შეეწყოს 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქალი კანდიდატების და ქალი ამომრჩევლების მონაწილეობის ზრდას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა