|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

''საჯარო რეესტრმა ნებართვა უკანონოდ გასცა''

ქუთაისში, ერისთავის ქუჩაზე მცხოვრები ირინა მაისურაძე მის მეზობელ გოჩა სამანიშვილს საკუთარი ნაკვეთის მითვისებაში ადანაშაულებს. მაისურაძის თქმით, საჯარო რეესტრმა საკადასტრო ნებართვა უკანონოდ გასცა.  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ირინა მაისურაძემ ქუთაისის დემოკრატის ჩართულობის ცენტრში  ჟურნალისტებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს განუცხადა.

"წლებია ერისთავის ქუჩაზე ვცოვრობ. რამდენიმე წლის წინ  ჩემს გვერდით ახალი მეზობლები გადმოვიდნენ. კარგი მეზობლური ურთიერთობა გვქონდა, თუმცა,  ერთ დღესაც ჩემს ტერიტორიაზე შემოიჭრნენ და უკანონოდ მიითვისეს ნაკვეთი, სადაც მაღაზია ჩადგეს.  რადგან ადამიანური  ენით ვერაფერს გავხდი,  პატრულს გამოავუძახე და აღმოჩნდა, რომ  საჯარო რეესტრის წარმომადგენლის დახმარებით, აღებული ჰქონდა საბუთი, რომლითაც შეცვლილია საკადასტრო მონაცემები და ჩემი ეზოს  ნაწილი მის საკუთრებაშია დარეგისტრირებული. სახტად დავრჩი, რადგან ყველანაირი დოკუმენტი მაქვს, სადაც ნაკვეთი ჩემს საკუთრებაშია რეგისტრირებული.  მივმართე სასამართლოს,  წარვადგინე ყველა დოკუმენტი, თუმცა მოსამართლემ სრულიად უკანონოდ გამამტყუნებელი განაჩენი გამომიტანა", – განაცხადა ირინა მაისურაძემ.

საქმის განხილვა  სააპელაციო სასამართლოში გრძელდება, მორიგი სხდომა 2015 წლის 29 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

 როგორც მაისურაძე აღნიშნავს,  სასამართლომ  მეზობლებს  საქმის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა,  თუმცა მოწინააღმდეგე მხარე  შეთანხმებას  არ აპირებს. 

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა