|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის შესახებ დავის თაობაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორებაა - საია

მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის შესახებ დავის თაობაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორებაა - ამის შესახებ "საია" აცხადებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს,  ინიცირებულ კანონპროექტს მხარი არ დაუჭიროს.

"იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში, იმპიჩმენტის პროცედურის მიღმა, არ არსებობს მექანიზმი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ უშუალოდ წამოიწყოს დავა რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანომ, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ცვლილება შეიტანოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონში, რაც საშუალებას მისცემს პარტიას, საკონსტიტუციო სასამართლოს კომპეტენცია სასარჩელო წარმოების ფარგლებში პირდაპირ დაუკავშიროს არა მხოლოდ კომპეტენციის დამდგენ ნორმატიულ ჩარჩოს, არამედ უშუალოდ კონკრეტულ ქმედებებს.

საია მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე და მმართველი პარტიის ხელში არსებული ბერკეტით - კანონში ცვლილების შეტანის მეშვეობით საკუთარი პარტიული მიზნების მიღწევაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა