|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საკითხი, რომელის მერის კაბინეტში ვერ წყდება, საკრებულოზე არ გადის“

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო-გამჭვირვალობა-საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ჩატარებული კვლევის შედეგები დღეს ქუთაისში წარმოადგინეს. კვლევა საქართველოს სამი ქალაქის: თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდი საკრებულოების მუშაობას ეხებოდა.

როგორც კვლევებმა აჩვენა, სამივე ქალაქში საკრებულოს ძლიერი და სუსტი მხარეები თითქმის იდენტურია. „თბილისი და ქუთაისი კვლევისათვის სიდიდის გამო შეირჩა.  რაც შეეხეება ზუგდიდს,  მიზეზი იყო ის, რომ  ქალაქის თვითმმართველობა ახლა ჩამოყალიბდა და გვაინტერესებდა, რა შედეგები ჰქონდა. კვლევამ აჩვენა, რომ სამივე ქალაქის ძლიერი და სუსტი მხარეები ერთმანეთის იდენტურია. თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ფინანსური დამოუკიდებლობა, რის გამოც მათი საქმიანობა პირდაპირ მიბმულია ცენტრალურ ხელისუფლებაზე. ასევე საკრებულოებს სჭირდებათ მეტი ინიციატივები. თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების გამო საკრებულოს ფუნქციები მერის ხელში გადავიდა და მას შეუძლია საკრებულოს გვერდის ავლით მიიღოს ყველა საკითხი. შეიძლება, ითქვას, რომ ყველა საკითხი, მსგავსად სხვა ქალაქებისა, ქუთაისშიც მერის კაბინეტში განიხილება, რომელი საკითხიც ვერ გადაწყდება მერის კაბინეტში,  ის საკრებულოზე აღარ გადის. არადა საჯარო განხილვა უნდა ხდებოდეს", -განაცხადა ორგანზაციის კოორდინატომა ზურაბ ზამბახიძემ.

ორგანიზაციის წევრების თქმით, კვლევის წარდგენის შემდეგ მერიაში აღნიშნეს, რომ ორგანიზაცია კვლევის პროცესში არ ურთიერთთანამშრომლობდა მერიასთან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან მათი განმარტებით, კვლევის წარმოების დროს თანამშრომლობდნენ მერიასთან და საკრებულოსთან, ასევე ყველა საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა ოფიციალურად მოხდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი