"ქართული ოცნების" ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ბიოგრაფიები
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებად, იშვიათი გამონაკლისის გარდა, საზოგადოებისათვის უცნობი ადამიანები წარადგინა.
მაჟორიტარობის კანდიდატების უკეთ გასაცნობად, საინფორმაციო სააგენტო "ნიუპრესი" მათ ბიოგრაფიებს წარმოგიდგენთ.
ქუთაისის 10 საარჩევნო ოლში წარდგენილი 10 კანდიდატიდან უმეტესობა სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელია.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი უქიმერიონის საარჩევნო ოლქში ამირან კოპალეიშვილია. ის სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენელია.
მან ქუთაისის ი.ოცხელის სახელობის #2-ე გიმნაზიაში სწავლის შემდეგ ბაკალავრის ხარისხი კავკასიის ბიზნესის სკოლა-მენეჯმენტის ფაკულტეტზე მიიღო.
2006-2007 წლებში იყო „პროკრედიტ ბანკი“-ს თანამშრომელი 2007 დან 2010 წლამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,მისო’’ ქართული კრედიტი-უფროსი საკრედიტო ექსპერტი.
2010-2011 წლებში იყო მენეჯერი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია,,მისო’’ ქართულ კრედიტში -
2011 წლიდან -დღემდე კი სამშენებლო კომპანია შპს ,,გი-ან 2011’’-ფინანსური დირექტორის პოზიციას იკავებს.
სამშენებლო ბიზნესითაა დაკავებული ნიკეას მაჟორიტარის კანდიდატი კახაბერ ბოჭორიშვილიც.
ის დაიბადა 1979 წლის 30 სექტემბერს, ქალაქ ტყიბულში. 2003 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის ეკონომიკის ინსტიტუტი სპეციალობით "საბუღალტრო აღრიცხვა-საბაჟო საქმე".
2000-2003 წელს მუშაობდა საქართველოს პარლამენტის წევრის, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წამყვან სპეციალისტად.
2007-2012 წლებში მუშაობდა შ.პ.ს".ბთ -მშენებლის" საქმის წარმოების ხელმძღვანელად.
არის შ.პ.ს."კონსოლი 21-ე საუკუნეს"დამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ქალაქ-მუზეუმის საარჩევნო ოლქში გიორგი ჭეიშვილია.
მან აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2003 წელს ეკონომისტის სპეციალობითა და მაგისტრის ხარისხით დაამთავრა.
2005-2006წ ქ.ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის, ზედამხედველობის სამსახური, სპეციალისტის პოზიციაზე იმყოფებოდა, 2006-2007 წლებში კი ქ.ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი იყო.
2007-2008წ მუშაობდა ქ.თბილისის საგადასახადო ინსპექციაში. ადმინისტრირების განყოფილება(მთავარი სპეციალისტი)
2009-2010წ შპს ,,ევრაზიან სტილსი“ მეტალურგიული საწარმო. სამეურნეო საწყობი(ხელმძღვანელის მოადგილე) 2011-2016წ ს.ს. ,,ენერგო პრო ჯორჯია“ რეალიზების განყოფილება (ტექნიკოსი)
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ქ.ქუთაისის "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისის მიერ, ავტომშენებლის ზონაზე შტაბის წარმომადგენლად იქნა არჩეული. 2016 წლიდან კი ქ.ქუთაისის ქალაქ-მუზეუმის ზონის ხელმძღვანელი იყო, ამავე წელს არჩეულ იქნა ,,ქართული ოცნება’’ ქ.ქუთაისის ორგანიზაციის ბიუროს წევრად.
კახიანაურის მაჟორიტარობის კანდიდატი ელეონორა არჩაია
ზუგდიდში, ნარაზენის საჯარო სკოლის დასრულების შემდეგ ქუთაისის პედაგოგიური ინტიტუტის ფსიქოლოგიის მეთოდისტიკის და სამართალმცოდნეობის კურსდამთავრებული გახდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საკადრო საკითხთა დეპარტამენტის მრჩევლის პოზიციის შემდეგ კი, შ.პ.ს ტაიმაუტისა და "ქართული დელიკატესების“ გენერალური დირექტორი იყო. აღსანიშნავია, რომ ის 5 შვილის დედა გახლავთ.
საფიჩხიის ადმინისტრაციული ერთეულის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი, მარეხი ნიჟარაძე ინჟინერ-მექანიკოსია.
2012 წლიდან პარტია ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს’’ წევრი და საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში პარტიის ზონის კოორდინატორია.
2015 წლიდან დღემდე ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი საფიჩხიის ადმინისტრაციულ ერთეულში.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ძელქვიანიდან ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.
2004 დან 2010 წლამდე შ.პ.ს კოკა-კოლას იმერეთის პრისეილერი, ხოლო 2015-დან იმავე კომპანიის სუპერვაიზერი იყო.
2015-დან დღემდე კი დღემდე შპს. "ჯეო დისთრიბიუშენ გრუპში" მუშაობს.
2017 წლის ადგილობრივ არჩევნებზე ათი კანდიდატიდან 3 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატმა გამარჯვების ადმინისტრაციული ერთეულიდან, ირაკლი შენგელია პროფესიით რადიოლოგია.
ღუდუშაურის კლინიკის გარდა ის მინსკის მულტიპროფილურ საავადმყოფოში და სამედიცინო კორპორაცია “EVEX”-ში მუშაობდა, ასევე იყო იმერეთის რეგიონალური კლინიკური საავადმყოფოს ამბულატორიულ დიაგნოსტიკური დეპარტამენტის უფროსი. 2014 წლიდან დღემდე, არის საქართველოსა და ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი, ამჟამად ის 4 სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს.
ვაკისუბნის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი მამუკა რიჟამაძე ფარმაცევტული კომპანიების: ჰემოფარმი, ფაიზერისა ჰუმანითისა და ევროდრაგის წარმომადგენელი იყო.
რიჟამაძე გარკვეული დროის განმავლობაში მოსკოვში, ანტალიასა და კიევში მუშაობდა.
2015 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA),ჯანდაცვის პროგრამაში იყო ჩართული.
"ნაზარიშვილის კლინიკის" ხელმძღვანელი მერაბ კვიცარიძე კენჭს ავტოქარხანის საარჩევნო ოლქში იყრის.
კვიცარიძემ თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლის დასრულების შემდეგ პროფესიული საქმიანობა ქუთაისში გააგრძელა. 1992 წლიდან #1 პოლიკლინიკაში იყო ექიმი-უროლოგი, 1997 წლიდან ამავე კლინიკის მთავარი ექიმი გახდა, ხოლო 2006 წლიდან ამავე პოლიკლინიკის ბაზაზე დაარსებული საოჯახო მედიცინისა და საოჯახო მედიცინის რეგიონალური სასწავლო ცენტრის დირექტორია.
მერაბ კვიცარიძე არის ქუთაისის საპატიო მოქალაქე და სხვადასხვა პრემიების მფლობელი.
საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ავტომშენებლის საარჩევნო ოლქში იმედა საღინაძეა.
მან განათლება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო და ინჟინერ-ტექნოლოგი გახდა.
2001 დან 2010 წლამდე შ.პ.ს "სამების" დირექტორის პოზიციას იკავებდა, 2015 წლიდან დღემდე კი გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში ქალაქის მერის წარმომადგენელია.
ქუთაისის მერობის კანდიდატის გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, მან საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები თავის გუნდთან ერთად "პროფესიონალიზმითა და ქუთაისის სიყვარულის ნიშნით" შეარჩია.
ავტორი: ხატია ბანძელაძე