|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგი ტარდება

სამედიცინო დაწესებულებებში კომპლექსური მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგულირების სააგენტოს მიერ უკვე შემოწმებულია 95 კლინიკა.

ამ დროისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის  38 ოქმია დაწერილი. სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელის ზაალ კაპანაძის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებებში დაღვევები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მონიტორინგი სალიცენზიო, სანებართვო და ტექნიკური რეგლამენტის პირობების მიხედვით მიმდინარეობს.

მონიტორინგი ქვეყნის მასშტაბით, ეტაპობრივად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ჩატარდება  ყველა სამედიცინო დაწესებულებაში.

თითოეულ კლინიკაში გადამოწმდება ინფრასტრუქტურასთან, აღჭურვილობასთან, სამედიცინო პერსონალთან, ინფექციური კონტროლის ღონისძიებებთან, ხარისხის შიდა სისტემის ფუნქციონირებასთან, ასევე, სამედიცინო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებული ის  სპეციფიური პირობები, რაც არის სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და უსაფრხოების საფუძველი.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით გატარდება ქმედითი ღონისძიებები ქვეყანაში სამედიცინო მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა