სამი დაღუპული და ერთი დაშავებული - მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხეს დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევას ანაკლია-განმუხურის გზაზე მსხვერპლი მოყვა, გარდაცვლილია 3 ადამიანი.
თვითმხილველების თქმით, სწრაფად მომავალი მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა, რასაც მსხვერპლი მოყვა. ავტომობილში მყოფი მეოთხე პირის მდგომარეობა მძიმეა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
შს სამინისტრო ინფორმაციას ადასტურებს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ანა ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 2 ხმა