|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამინისტროების გასაკონტროლებლად შესაძლოა, ახალი სამსახური შეიქმნას

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით,  უახლოეს მომავალში შეიქმნება სპეციალური სამსახური, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა, თუ სააგენტოს მიერ პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.

„ინვესტორებთან კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ჩვენი რეფორმების დღის წესრიგი შეიცავს მნიშვნელოვან საკითხებს, ინსტიტუციური და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. ახლახანს ჩვენ ჩამოვაყალიბეთ რეფორმების ოთხპუნქტიანი დღის წესრიგი, რომელიც მოიცავს საგადასახადო რეფორმას, ადმინისტრაციული და საკანონმდებლო ცვლილებების ჩათვლით. მომდევნო დღეებში პრემიერ-მინისტრის აპარატთან ჩვენ შევქმნით სპეციალურ სამსახურს, რომელიც გააკონტროლებს სხვადასხვა სამინისტროსა თუ სააგენტოს მიერ პროექტების შესრულებას. რეფორმების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ბლოკი მოიცავს რეგიონალურ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების დაჩქარებას,“ – აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ მთავრობის მიერ დასახული მიზნების განხორციელებისთვის აუცილებელია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დახმარება.

ამის პარალელურად, სამინისტროების შემცირებასა და შვედურ მოდელზე გადასვლის ინიციატივით გამოდის ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზდენტი. გიორგი ქადაგიძის განცხადებით, თუკი შვედეთი ახერხებს 7 მინისტრით მართოს ქვეყანა, ეს საქართველოსთვისაც შესაძლებელია.

ქვეყანაში ამ დროისთვის 19 სამინისტრო არსებობს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა