|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამკერვალო "იმერის" ახალ საწარმოში 200 ადამიანი დასაქმდება

ქუთაისში სამკერვალო „იმერში“ ახალი საწარმო მოეწყო. საწარმოში 200-მდე ადამიანი დასაქმდება. 90-წლიანი საქმიანობის ისტორიის მქონე საწარმო ახლახან, სახელმწიფო პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მიღებული ფინანსური რესურსის - 315 ათასი ევროს მეშვეობით გაფართოვდა.
სამკერვალო, რომელშიც უკვე 500-მდე ადამიანია დასაქმებული, ძირითადად, ტანსაცმელს აწარმოებს.

საქართველოში „იმერის“ სამი მაღაზია ფუნქციონირებს, რომელთაგან ერთი თბილისშია. ფაბრიკა უცხოელი დამკვეთების მიერ მოწოდებული ნედლეულით მუშაობს და თანამშრომლობს, როგორც გერმანულ ფირმა „ლებეკსა“ და იტალიურ „ეგერია ლიმიტედთან“, ასევე - ქართველ დიზაინერებთან.
"იმერი" საქართველოს პრემიერმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთდა დაათვალიერა და საწარმოს მინიშვნელობაზე ისაუბრა. პრემიერმა გუშინ ქუთაისში რამდენიმე ობიექტი გახსნა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი