|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამკერვალო საწარმო "იმერი" Marks & Spencer-ის ოფიციალური მიმწოდებელი გახდა

სამკერვალო კომპანია "იმერმა"  წარმატებით გაიარა დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი ტანსაცმლის მწარმოებლის, მსოფლიო ბრენდის Marks & Spencer აუდიტი და მისი ოფიციალური მიმწოდებელი გახდა.

საწარმოს ხელმძღვანელის მაია სიმონიძის ინფორმაციით, საწარმოში ამ დროისათვის 120 თანამშრომელი მუშაობს, თუმცა შესაძლებელია თანამშრომელთა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

"მარკ ენდ სპენსერის აუდიტი გავიარეთ, ეს ნიშნავს, რომ მათი მოთხოვნები სოციალურ საკითხებში დაკმაყოფილებულია და შეიძლება ამ ფირმისაგან მომავალში შეკვეთების მიღება.  საწარმოში 120 ადამიანია დასაქმებული და მომავალში 50 ადამიანის დამატებას ვგეგმავთ", - განაცხადა მაია სიმონიძემ.

მისი განცხადებით, ფაბრიკის განახლება პროექტის აწარმოე საქართველოს ფინანსური დახმარების შედეგად გახდა შესაძლებელი.

"რომ არა პროექტი აწარმოაე საქართველოში ჩვენ ამის გაკეთება გაგვიჭირდებოდა, ავიღეთ კრედიტი და 2 წლის განმავლობაში პროცენტს აწარმოე საქართველო იხდიდა", -აღნიშნა მაია სიმონიძემ. 

სამკერვალო ფაბრიკას 90 წლის ისტორია აქვს, ბოლო 25 წლის განმავლობაში საწარმო უცხოელი შემკვეთებისათვის მუშაობს. პროდუქცია იყიდება ადგილობრივ ბაზარზეც. ქუთაისში "იმერის" 2 მაღაზია მუშაობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა