|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სამოქალაქო საუბრები“ ქუთაისში მცხოვრებ ბოშებთან

„წადი არჩევნებზე, იყავი აქტიური მოქალაქე“ - ამ სლოგანით  ქუთაისში, ავანგარდის დასახლებში კომპაქტურად მცხოვრებ ბოშებთან შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფმა“.  შეხვედრა, პროექტის - „სამოქალაქო ჩართულობის ზრდა ბოშების, ავარებისა და უდიების თემებში“ ფარგლებში გაიმართა. პროეტის, რომელსაც „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფი“ ახორციელებს, მიზანია ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის ამაღლების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კამპანიის საშუალებით. პროექტი ხორციელდება ცესკო-ს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.    

„საზოგადოებრივ ინციატივათა ჯგუფის წევრებმა“ ქუთაისში მცხოვრებ ბოშებთან შეხვედრისას, მათი ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის სრულიად უჩვეულო გარემო შექმნეს. იქიდან გამომდინარე, რომ  ბოშების თემების  თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა არასოდეს ყოფილა მიწვეული კაფეში და  არ განხორცილებულა რაიმე ტიპის გასართობი ღონისძიება მათი შვილებისათვის,  მათ საცხოვრებელ პუნქტში, ლოკაციის ადგილას  განათავსეს ორიგინალური დიზაინის სპეციალურ ექსპრესავტობუსი, რომელიც აღჭურვილი იყო  სწრაფი კვების პროდუქტების მომზადებისათვის საჭირო ინვენტარით. გამაგრილებელი სასმელები, სენდვიჩები, ნამცხვრები  უფასოდ დაურიგდა ღონისძიებაზე მისულ მოსახლეობას. იმისთვის, რომ მომხდარიყო უფროსების მაქსიმალური ჩართვა საგანმანათლებლო აქციაში, „საზოგადოებრივ ინიციატივათა ჯგუფის წევრებმა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის  სათამაშო მოედანი მოაწყვეს, სადაც ზღაპრის გმირმა მათთვის სპეციალური წარმოდგენა  მოაწყო.

იმ დროს, როდესაც შეხვედრაში მონაწილე ბოშების მცირეწლოვანი ბავშვები გართობითა და ზღაპრის გმირთან თამაშით იყვნენ დაკავებულები, უფროსებს მათსავე ეთნიკურ ენაზე ფასილიტატორი აცნობდა მათ უფლებებს, მოვალეობებს, პასუხისმგებლობებს და არჩევნებში მონაწილეობის, სამოქალაქო აქტივობისა და ჩართულობის მნიშვნელობას. ეთნიკურმა ბოშებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია საარჩევნო სისტემების, რეგულაციებისა და ხმის მიცემის პროცედურიების თაობაზე. ფასილიტატორმა, ეთნიკურმა ბოშამ ელენე პოროშკიანმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიქტორინა იმ საკითხებზე, რომლის შესახებაც შეხვედრისას ისაუბრა ფასილიტატორმა.  სწორი პასუხების ავტორებს, ხუთ ადამიანს გადაეცათ პრიზები.

პროექტი „სამოქალაქო ჩართულობის ზრდა ბოშების, ავარებისა და უდიების თემებში“ ხორციელდება საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით.

პროექტის ფარგლებში "სამოქალაქო საუბრები" ჩაუტარდათ უდიებსა და ავარებს. ასევე -  თბილისში, დედოფლისწყაროში, გარდაბანში, ქობულეთში და ქუთაისში მცხოვრებ ბოშებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა