|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამსახურში მისასვლელი დრო უნდა ანაზღაურდეს

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახლიდან სამსახურამდე მისასვლელი დრო სამუშაო დროდ უნდა ჩაითვალოს, შესაბამისად უნდა ანაზღაურდესსამსახურში მისასვლელი დრო.

   BBC-ის ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილება ისეთი პროფესიების ადამიანებს ეხებათ, რომლებსაც სამუშაოს შესასრულებლად სახლის დატოვება და კონკრეტულ ადგილზე მისვლა უწევთ. მიღებული გადაწყვეტილება სამუშაო დროის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკაზეა დაფუძნებული და იგი დასაქმებულთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავს. BBC-ის კორესპონდენტის კლაივ კოვერმანის განცხადებით, შესაძლებელია ევროსასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებას დიდი ეფექტი ჰქონდეს. აქვე აღნიშნავს, რომ "ათასობით დამსაქმებელი არღვევს სამუშაოს განაწესს".

ადვოკატ კირის თათონის თქმით კი, მიღებული გადაწყვეტილება გარკვეული პროფესიების ანაზღაურების ცვლილებას გამოიწვევს. "ბევრი ადამიანი კვირაში დამატებით დაახლოებით 10 საათს მუშაობს, თუ თქვენ დაიანგარიშებთ რა დროს ხარჯავენ ისინი გზაში, მიხვდებით, როგორი დაბალია მათი ანაზღაურება სამუშაო დროსთან შედარებით", - ამბობს ადვოკატი. 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა