|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიგრანტთა ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ქუთაისში საქართველოს  ოკუპირებული  ტერიტორიებიდან  იძულებით  გადაადგილებულ  პირთა,  განსახლებისა  და  ლტოლვილთა  სამინისტროს  საგრანტო  პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო. პროგრამა  საქართველოში  დაბრუნებულ  მიგრანტთა  რეინტეგრაციასა   და  დახმარებას  ითვალისწინებს და ის   არასამთავრობო  ორგანიზაციებისთვის  არის  განსაზღვრული. 

„დაახლოებით  2  წელია  ამ  პროექტს ვახორციელებთ და მას ჩვენივე ბიუჯეტით ვაფინანსებთ.  სახელმწიფო  ძალიან  დიდ  ყურადღებას  აქცევს  არალეგალური  მიგრაციიდან  დაბრუნებულ  პირთა  რეინტეგრაციას,  რომ  ხელი  შეუწყოს  მათ   სამედიცინო  მომსახურეობის,  მედიკამენტოზური,  პროფესიული  გადამზადების  კუთხით.  გარკვეული  საარსებო  წყაროების  და  მცირე  ბიზნესების  დაფინანსების  კუთხით,  რომ  მათ   არ   ჰქონდეთ   კიდევ  ხელახლა  განცდა   და  სურვილი   სამშობლოს  არალეგალურად  დატოვების“,_  ამბობს საქართველოს   ლტოლვილთა  მინისტრის  მოადგილე   შოთა  რეხვიაშვილი.

3 თებერვალს გამოცხადებულ პროექტში მონაწილეობის ვადა 20 თებერვლამდეა. მისი საერთო  ღირებულება  590 000  ლარს  შეადგენს,  რაც  პროპორციულად  ნაწილდება  რეგიონების  მიხედვით.   იმერეთის  რეგიონისთვის   87 500  ლარია  განსაზღვრული.  

 

ავტორი: ნიუპრესი