|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მდინარეში მეორე დღეა ეძებენ

სამტრედიის სოფელ საჯავახოში ახლაგაზრდა მამაკაცს მეორე დღეა ეძებენ.

32 წლის ალექსანდრე ნადირაძის სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს, სადაც მისი ტანსაცმელი იპოვეს. ის გუშინ შუადღის შემდეგ არ გამოჩენილა. სამუშაოეში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანაშრომლები არიან ჩართული, ასევე ადგილზე მყვინთავები მუშაობენ.

დღეს საგანგებო შტაბი შეიქმნა, საიდანაც მდინარეზე დაკვირვება მთელი ღამის განმავლობაში მოხდება, სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდება.

რაც შეეხება დაკარგულს, მას ადგილობრივები დადებით პიროვნებად ახასიათებენ, ამიტომ კონფლიქტს ან რამე ყოფით პრობლემას გამორიცხავენ, თუმცა აცხადებენ, რომ დაკარგულს გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემა ქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა