|
  • EUR 1 = GEL 3.6363
  • USD 1 = GEL 3.2845
|

ცოლის მკვლელობისათვის დაკავებული პირის საქმის განხილვა ქუთაისში გაიმართება

სამტრედიაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული გ.ა-ს ბრალი წარედგინა და ის ბრალს აღიარებს. მის ინტერესებს იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატი პავლე კაკაბაძე იცავს.

კაკაბაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სრულად აღიარებს ბრალს და მომხდარის გამო სინანულს გამოთქვამს.

"შევხვდი ჩემ დაცვის ქვეშ მყოფ პირს, უმძიმესი ფსიქოლიგიური მდგომარეობის არის, ძალიან წუხს მომხდარის გამო, რა თქმა უნდა, ეს არ ამსუბუქებს მის მდგომარეობას, თუმც მარლთმსაჯულებისათვის გარკვეულწილად, გასათვალისწინებელი იქნება.

რაც შეეხება დანაშაულებრივ ქმედებას, ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის, ასევე სისხლის სამართლის კოდექცის 11 პრიმა 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის", -განაცხადა პავლე კაკაბაძემ. 

მისივე თქმით, საქმის განხილვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში წარიმართება.  

შემთხვევა სამტრედიაში გუშინ მოხდა. გარდაცვლილი ქალი ექსპერტიზის ბიუროდან წუხელ გადაასვენეს ოჯახში. 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 41.87%
არა - 47.24%
არ იცი - 10.89%
სულ - 652 ხმა