|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში გარდაცვლილ ახალგაზრდას ეკლესია წესს არ უგებს, რადგან "გირჩის" წევრი იყო

პოლიტიკური პარტია “გირჩი“ განცხადებას ავრცლებს, სადაც ამბობს, რომ გარდაცვლილ ახალგაზრდას მართლმადიდებელი ეკლესია წესს არ უგებს იმიტომ, რადგაან “ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი იყო. ახალგაზრდა 5 ნოემბერს სამტრედიაში ავტოსაგზაო  შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

“გირჩი“ ამბობს, რომ ოჯახს გარდაცვლილი ახალგაზრდისთვის წესის აგება მართმადიდებლური წესით სურს. თავდაპირველად ეკლესიისგან უარი მიიღეს იმ არგუმენტით, რომ მას “ბიბლიური თავისუფლების” მოწმობა აქვთ აღებული. “გირჩი“ ამბობს, რომ ეს მოწმობა შემდეგ გააუქმეს:

“ოჯახმა დაკრძალვა იმის იმედით გადადო, რომ გამოჩნდებოდა სასულიერო პირი, რომელიც წესს აუგებდა გარდაცვლილს. ამ შემთხვევის გამო კვირას “ბიბლიურმა თავისუფლებამ” გასცა ცნობა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ შაკო ბარამიძის სახელზე გაცემული მღვდელმსახურის მოწმობა გაუქმებულია და გარდაცვლილი პიროვნება აღარ ირიცხებოდა ჩვენი ეკლესიის მღვდელმსახურად.

აღნიშნული ცნობის შესახებ ოჯახმა შეატყობინა როგორც სასულიერო პირებს, ასევე, საპატრიარქოს და კიდევ ერთხელ ითხოვა წესის აგება, თუმცა კვლავ უარი მიიღო მათგან. გარდაცვლილი ოჯახს შაბათს უნდა დაეკრძალა, თუმცა დღემდე დაუკრძალავი რჩება და ოჯახი კვლავ ეძებს მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელიც წესს აუგებს გარდაცვლილს“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

ავტორი: ნიუპრესი