|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში გაუჩინარებულ ბავშვებს ეძებენ

სამტრედიაში გაუჩინარებულ ბავშვებს ეძებენ. 11 წლის ლუკა ლომაია და 13 წლის ხვიჩა გრიგოლია გუშინ ექვსი საათის მერე გაუჩინარდნენ. ოჯახის ინფორმაციით, ბავშვები გუშონ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად წავიდნენ და მას შემდეგ არ გამოჩენილან. ოჯახის დაკარგულ ბავშვებს მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა. მათი თქმით, შეატყობინეს პოლიციას, თუმცა სამართალდამცველებმა სათანადო რეაგირება არ მოახდინეს.

"გუშინ ბანკომატიდან თანხის გამოსატანად გავუშვით, მალვე დავურეკე და ტელეფონი უკვე გამორთული ქონდათ. ბავშვებს მთელი ღამე ვეძებდით, თუმცა უშედეგოდ. პოლიციას შევატყობინეთ, ჩვენ, რომ ბავშვებს ვეძებდით, თვითონ პოლიციას მანქანებში ეძინა. საერთოდ არ ეძებენ, განყოფილებაში მითხრეს, სადღაც მთვრალები იქნებიანო, როგორ შეიძლება 11 წლის ბავშვი მთვრალი იყოს და თუ ასე არაა, მაშინ რას აპირებენ"-ამბობს, ერთ-ერთი ბავშვის დედა ეკა დუნდუა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა