|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სამტრედიაში მეუღლისა და სიმამრის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლისა და მეუღლის მამის განზრახ მკვლელობის მცდელობაში და მუქარაში ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ ცნო.

 პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 აგვისტოს, გ.ჯ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლის მამას ს.ს-ს საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა და სახლის სხვადასხვა ადგილას ნავთი მოასხა, შემდეგ კი განზრახ მოკვლის მიზნით, მეუღლეს გ.ს-ს გულმკერდის არეში დანით ერთი, ხოლო მეუღლის მამას ს.ს-ს ორი ჭრილობა მიაყენა. გ.ჯ.-მ განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაზარალებულებმა ხმაურზე შეკრებილი მეზობლების მეშვეობით გაქცევა მოახერხეს. დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად ს.ს-ს და გ.ს-ს გადარჩენა მოხერხდა.

„სამართალდამცველებმა გ.ჯ. იმავე დღეს ქ.სამტრედიაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და 111-151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ორი ან მეტი პირის და ქონების განადგურების მუქარა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ჯ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 ფოტო: არქივი

ავტორი: ნიუპრესი