|
  • EUR 1 = GEL 3.9977
  • USD 1 = GEL 3.2982
|

სამტრედიაში 52 წლის კაცი მეზობელმა სანადირო თოფით მოკლა - ეჭვმიტანილი დაკავებულია

 
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ კორმაღალაში 52 წლის კაცს მეზობელმა  სანადირო თოფიდან ესროლა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
 
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 30 წლის პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
 
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს ბრალი განზრახ მკვლელობის ფაქტზე წარუდგინეს. 
 
უწყების ცნობით, დაპირისპირება მეზობლურ დავას უკავშირდება. 
 
გამოძიება  სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.  დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

ავტორი: ნიუპრესი