|
  • EUR 1 = GEL 3.546
  • USD 1 = GEL 3.2413
|

"სამუშაო ადგილებს ძალიან ბევრს შევქმნით, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯიბეზე ფიქრობს"

სამუშაო ადგილებს ძალიან ბევრს შევქმნით, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯიბეზე ფიქრობს, -  განაცხადა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქუთაისში განვითარების სტრატეგიის წარდგენისას. 

"ქუთაისს აქვს ფუნქცია, რომ დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრი იყოს, ჩემს უკან არის პარლამენტი,  რომელიც ერთი მიტოვებული შენობაა დღეს, რასაც ვხედავთ, გავერანებულია ყველაფერი.  საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა, რომელსაც ეღობება "ქართული ოცნება". სამუშაო ადგილებს ძალიან ბევრს შევქმნით, თუ არ გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე და ჯიბეზე ფიქრობს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

მისი თქმით, ქუთაისის განვითარებაზე დამოკიდებულია რეგიონის განვითარება. რაც შეეხება ქუთაისს, მისი თქმით, გარდა პარლამენტის დაბრუნებისა,  ქუთაისში უნდა აშენდეს კონგრესჰოლი, ახალი სპორტული არენა, აიტი ქალაქი, ბლოკჩეინქალაქი, რომ ახალგაზრდები აქედან არ გარბოდნენ და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები აქ  შეიქმნას. ქუთაისის განვითარების გეგმა ჯამში 11 პუნქტს მოიცავს.

ავტორი: ირინა მაკარიძე