|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სამწუხარო ფაქტია, მაგრამ, ქრთამის შეთავაზება დანაშაულია"

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ როდესაც ადამიანს ქრთამს სთავაზობ, ეს დანაშაულია და დანაშაული დასჯადია - ასე აფასებს ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ზვიად ჯავახია ზაურ ბაკურაძისთვის პატიმრობის შეფარდებას.

მისი თქმით, თბილისი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ შეაფასებს, რადგან მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებებით გამოიტანა. ჯავახიას განცხადებით, განაჩენის შესახებ ინფორმაცია „ნიუპრესიდან" შეიტყო, რადგან თვითონ სასამართლო პროცესებით არ დაინტერესებულა.

„არ ვიცოდი მოსამართლემ რა გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან ამ საქმით არ დავინტერესებულვარ. სამწუხარო ფაქტია, არავის უნდა ვინმეს ციხეში გაშვება, მაგრამ ამ ქვეყანაში დანაშაული არის დასჯადი. დანაშაული იყო, მე ამის შესახებ ვაცნობე შესაბამის სამსახურს. დაიწყო გამოძიება და არსებული მტკიცებულებებით, მოსამართლემ განაჩენიც გამოიტანა.  ანუ, ადვოკატები რასაც ლაპარაკობდნენ ტყუილია. მესმის, ადვოკატები დაცვის ქვეშ მყოფს გაამართლებენ, თუმცა მათი სტრატეგია არ გაითვალისწინა მოსამართლემ, არ იყო სრულყოფილი, დამაჯერებელი და და მტკიცებულებებზე დაყრდნობილი.

ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ,  სასამართლო არის დამოუკიდებელი. ვერავინ ჩაერევა  მარლთმსაჯულების აღსრულებაში“-განაცხადა ზვიად ჯავახიამ. მისი თქმით, მეორე მხარეს საქმის სააპელაციოში გასაჩივრება შეუძლია.

შეგახსენებთ ზაურ ბაკურაძეს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა.

ზვიად ჯავახიასთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე დაკავებულს ოთხწლიანი პატიმრობა მიესაჯა

ზვიად ჯავახიასთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით დაკავებულის ადვოკატი დუმილს არღვევს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა