|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საოცარი ხალხი ვართ, ერთი სიტყვა არ ვაპატიეთ პატრიარქს"

"საოცარი ხალხი ვართ, ერთი სიტყვა არ ვაპატიეთ პატრიარქს... იმედია, დაცხრა ვნებათაღელვა საპატრიარქოს განცხადების შემდეგ!!! ვისურვებდი, რომ უწმინდესის ჰუმანურ სურვილებზე და მის ემოციებზე მეტი ”საფრთხე” არ ”დაემუქროს” კონსტიტუციურ წესრიგს ამ ქვეყანაში. 

ზოგჯერ, ძალიან სუსტად გამოვიყურებით, როცა მიზეზს ვეძებთ, როგორ დავუპირისპირდეთ ეკლესიას, პატრიარქს და ვინც ამას უფრო დიდი ”შემართებით” ვახერხებთ, აი, უფრო მეტ ”დემოკრატად” მიგვაჩნია თავი. ცოტა სასაცილოა, სამწუხარო რომ არ იყოს ეს ყველაფერი...", -  აცხადებს მანანა კობახიძე.

პატრიარქმა განაცხადა, რომ მას პატიმრების შეწყალების უფლება უნდა ჰქონდეს. თუმცა მოგვიანებით საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო უწმინდესმა განცხადება ემოციურ ფონზე გააკეთა და მსგავსი უფლების მინიჭებას არ ითხოვს.

 

წყარო:http://www.ipress.ge/

ავტორი: ანი ლიპარიშვილი