|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალებმა  საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები სოფელ ახალდაბასთან დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით,  დაკვებული პირი ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი.

„ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია“,-აცხადებენ სუს-ში.

ამ დროისათვის ცხინვალის იზოლატორში  საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე იმყოფება, რომელიც გუშინ დააკავეს. ისინი საოკუპაციო ხაზთან ახლოს სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა