|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა დღეს გაგრძელდება

59 საოლქო სარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას დღეს გააგრძელებს. კომისია დღეს 2 სარჩელს განიხილავს, რომელიც "ახალგაზრდა იურისტების" მიერაა დარეგისტირებული.

როგორც საოლქო კომისიაში განმარტავენ,  არსებულ 40 საჩივარს საიას კიდევ ორი სარჩელი დაემატა, რომელთა განხილვა დღეს მოხდება. 

გუშინ, საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა გვიან ღამემდე გაგრძელდა. 

კომისიას განსახილველი ჰქონდა 20 სარჩელი, საიდანაც 2 სარჩელი კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, განუხილველი დარჩა,  2 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა,  9 სარჩელი არ დაკმაყოფილდა, 7 სარჩელი დაკმაყოფილდა. 

"ლეიბორისტული პარტიის" საჩივრის განხილვას კი კომისიის სხდომაზე ხმაური მოჰყვა.

 განუხილვევად იქნა დატოვებული საარჩევნო ბლოკის "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველო" სარჩელი ხმების ხელახალი გადათვლის შესახებ. ნაციონალური მოძრაობის სამი სარჩელიდან არც ერთი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა ასევე "ევროპული საქართველოს" სარჩელი. 

როგორც  "საიას" საჩივარში მითითებულია, რომ #59 უბანზე მოხდა შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა, რასაც თან არ ახლდა უფლებამოსილი პირის ახსნა-განმარტება. მეორე საჩივარი #50 უბანს ეხება, სადაც შემაჯამებელ ოქმში ბათილი ბიულეტენის რაოდენობა არასწორადაა მითითებული, რასაც თან ახლავს უფლებამოსილი პირის ახსნა–განმარტება, თუმცა მითითებული ბიულეტენის რაოდენობის გარეშე, საარჩევნო სუბიექტთა მიერ მიღებულ ხმათა რაოდენობა ბათილი ბიულეტენების ჯამი 5–ით მეტია ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

 დღეს საჩივრების განხილვა საოლქო კომისიაში 17 საათზე დაიწყება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა