|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი ლომთაძეს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება მიენიჭა

ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ საქართველოს დამსახურებულ არტისტს, საოპერო თეატრის სოლისტს (ბარიტონი) გიორგი ლომთაძეს „ღვაწლმოსილი ქუთაისელის“ წოდება მიენიჭა.  შესაბამისი სიგელი მას მერიის თეთრ დარბაზში გადასცეს.

 პედაგოგსა და მსახიობს გიორგი ლომთაძეს ააიპ კულტურულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელებმა და თეატრის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარემ სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.

გიორგი ლომთაძე 80 წლის გახდა. იგი ქუთაისის საოპერო თეატრში დღემდე აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა.  მსახიობი ამავდროულად აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა. როგორც კონსერვატორიის პროფესორს, აღზრდილი ჰყავს არაერთი თაობა, რომლებიც დღესაც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიო საოპერო სცენებზე. 

გიორგი ლომთაძე ქუთაისის ოპერის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობს, ოპერის წინ გახსნილია მისი ვარსკვლავი.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა