|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

"საპოვნელას" ბაზა ლევან კობიაშვილმა მოინახულა

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო კლუბ "საპოვნელა" – ს ბაზა დაათვალიერეს.

მხარეებმა არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და ფეხბურთელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნაზე იმსჯელეს. "საპოვნელა" უკვე ექვსი თვეა, რაც უმაღლეს ლიგაში გადავიდა და თამაშის ხარისხის გასაუმჯობესებლად სათანადო გარემოს საჭიროებს. ფეხბურთის ფედერაციას აღნიშნული მიმართულებით მუშაობა უკვე დაწყებული აქვს და უახლოეს მომავალში სამოქმედო გეგმაც მომზადდება.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ეტაპობრივად იმერეთის რეგიონის სხვა კლუბების ბაზებზე არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობა.

ავტორი: ნიუპრესი