საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე მგზავრობის ღირებულება ძვირდება
ქუთაისი-თბილისის მიმართულებით მგზავრობა ძვირდება. ინფორმაციას ადასტურებენ ავტოსადგურის ადმინისტრაციაში.
მათი თქმით, ღირებულება სამი ლარით იზრდება და 15 ლარი ხდება. მძღოლები ფაქტს საწვავის გაძვირებას უკავშირებენ და აცხადებენ, რომ არსებული თანხით მგზავრობა შეუძლებელია.
მგზავრობის გაძვირებას ელოდებიან სხვა ქალაქებში მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლებიც. მათი თქმით, მგზავრობა სავარაუდოდ, არსებული თანხასთან შედარებით 10-15%-ით მოიმატებს.
დღეიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა, მძღოლებს და მგზავრებს რეკომენდაციების დაცვა მოიწევთ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა