|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"საქართველო ერთ ჯიბეში" - ოპოზიციის აქცია ქუთაისში "ქართუ ბანკთან" მოეწყო

,,ახალგაზრდებს ვერ იყიდით", "არა ხარბ ოლიგარქს" - ამ შეძახილებით მივიდნენ ოპოზიციურად განწყობილი ახალგაზრდები ქუთაისში, "ქართუ ბანკთან". აქციას ხმაურის და სამართალდამცველების ჩარევის გარეშე არ ჩაუვლია. 

გაერთიანებული ოპოზიციის ახალგაზრდულმა ფრთის მცდელობას, გაეშვათ ვიდეო კადრები  ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, პარლამენტის ქუთაისიდან გადატანაზე, ლარის გაუფასურებასა და სხვა საკითხებზე, სამართალდამცავებისა და მერიის ზედამხედველობის სამახურის წარმომადგენლების რეაქცია მოყვა. 

"ჩვენ დღეს გვინდოდა პერფორმანსის ჩატარება, "საქართველო ერთ ჯიბეში", რომლის ჩატარების საშუალება, არ მოგვცეს, არ ვიცი, ეს არის რეაქცია ივანიშვილის სახელთან დაკავშირებით, თუ რა, მაგრამ ჩალით რომ არის ეს ქვეყანა დაფარული, ეს ფაქტია. ნაწილობრივ შევძელით ამ კადრების გაშვება, იყო გაწევ-გამოწევა და ძალადობა სამართალდამცველი პირებისაგან. ერთ ჯიბეში მართლაც არ უნდა იყო მთელი ქვეყანა, ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა დაუშვს, საქართველო არის ქართველი ხალხის და არა კონკრეტული ოლიგარქის"-განაცხადა სამოქალაქო მოძრაობის "პოსტერუმ ქუთაისი" წევრმა ზურაბ კოსტავამ.  

ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, ოპოზიციის პერფორმანსი მოქალაქეთა თავისუფალ გადაადგილებას უშლიდა ხელს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა