|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„საქართველოს ბანკთან“ მოშიმშილე მოქალაქის ხმარდასაჭერად აქცია გაიმართა [VIDEO]

„საქართველოს ბანკთან“ მოშიმშილე მოქალაქის ხმარდასაჭერად იპოთეკით დაზარალებულმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ბანკების მიერ თანხის კაბალურად დარიცხვას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, ბანკი მოქალაქეებს იმაზე მეტ თანხას აწერს, ვიდრე ეს გათვალისწინებულია.

აქციას შეუერთდა პარტია "თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.

ქუთაისში მცხოვრებმა ოთარ ხმელიძემ "საქართველოს ბანკის" წინ შიმშილობას ორი დღის წინ დაიწყო.  ის ბანკს  თაღლითობაში ადანაშაულებს. როგორც ხმელიძე აცხადებს, 45 დღიან ვადაგადაცილებაში ბანკმა 17 ათასი ლარი 40 ათას ლარამდე გაუზარდა. ოთარ ხმელიძემ აღნიშნული  ფაქტი რამდენიმე კვირის წინ გააპროტესტა. რასაც ბანკი მიერ რიგ დათმობაზე წასვლა მოჰყვა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკება არ შედგა. 

"მოვითხოვ, ჩამომაჭრან გაორმაგებულად დარიცხული პროცენტები. არ ვამბობ, რომ არ გადავიხდი, რა თქმა უნდა, გადავიხდი, ოღონდ, არა კაბალურად დაწერილ თანხას. პირველი აქციის შემდეგ შეაჩერეს აუქციონი, ახლა მსგავს კაბალურ ხელშეკრულებაზე მთხოვენ ხელის მოწერას, რასაც ხელს არ მოვაწერ, ვიდრე არ ჩამოაჭრიან უკანონოდ დაწერილ პროცენტებს. შიმშილობას მანამ გავაგრძელებ, ვიდრე არ დააკმაყოფილებენ ჩემს მოთხოვნიებებს",-აცხადებს ხმელიძე.

ამ დრომდე მოშიმშილეს ბანკიდან არ გამოხმაურებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა