|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, ჩვენი გმირების ხსოვნას რომ ეკადრება"

9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს სხვადასხვა ორგანიზაციის წევრებმა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა. მათ ამ  დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის ვალია, ყოველთვის ახსოვდეს თავის გმირები.

9 აპრილს დაღუპულები გაიხსნეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. საკრებულოს დეპუტატის ბესო ბრეგაძის განცხადებით, ისეთი ქვეყანა უნდა ავაშენოთ, როგორიც ჩვენი გმირების ხსოვნას ეკადრება.

"დღეს კიდევ ერთხელ მოვედით, რათა პატივი მივაგოთ იმ გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს დამოუკიდებლობას. ყველამ უნდა ვეცადოთ, ამ ადამიანების ღვაწლი არა მარტო დავაფასოთ, არამედ შევინახოთ მათი ისტორია.  მაქსიმალურად ვეცადოთ, საქართველოს  დღევანდელობა შევქმნათ ისეთი, როგორიც  ამ ადამიანებს  გაუხარდებოდათ", -განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი