|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მოსახლეობა 2001 წლის შემდეგ 693 200 ადამიანით შემცირდა

საქსტატი მოსახლეობის რაოდენობის მონაცემებს აქვეყნებს. ორგანიზაციის კვლევაში წარმოდგენილია ქვეყნის მოსახლეობის საერთო მაჩვენებელი წლების და რაიონების მიხედვით. 

წარმოდგენილი ანგარიშით, 2001 წლიდან 2017 წლამდე მოსახლეობა 4 401400-დან   693 200 ადამიანით შემცირდა.

კლება ყველა წელს მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანი კლება 2015 წელს დაფიქსირდა, მონაცემებმა 3 713 700 შეადგინა. 

მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობა იმერეთში,  697 600 ადამიანი იყო 2001 წელს, 2017 წელს კი 529 700 შეადგინა.

მოსახლეობის რიცხოვნების შემცირების მიზეზად შობადობის კლება და  მზარდი მიგრაცია სახელდება.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა