|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი მარგველაშვილმა ქუთაისში საწარმოები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტი და პირველი ლედი "მოითხოვე ქართული'' საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში დღეს იმერეთში ორ ქართულ კომპანიას ესტუმრა.
საპრეზიდენტო კამპანია "მოითხოვე ქართული'' ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
პრეზიდენტი დღეს ქუთაისში ფეხსაცმელების ფაბრიკას "ლევანტო'' და ხორცპროდუქტების კომპანიას „გურმანი“ ესტუმრა და საწარმოო  პროცესი დაათვალიერა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველოს მოსახლეობა ქართული პროდუქციის მოთხოვნითა და შეძენით აძლიერებს საქართველოს ეკონომიკას და თავის მოქალაქეობრივ ვალსაც იხდის საკუთარი ქვეყნის წინაშე.

ავტორი: ნიუპრესი