|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზამ ბათუმის მიმართულებით დამატებითი რეისები დანიშნა

ქართველოს რკინიგზა  ბათუმის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის განცხადებით,  11 და 13 მაისს მგზავრებს ბათუმის მიმართულებით  №852/851 მატარებლით გადაიყვანს.

თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი თბილისის სადგურიდან 8:50 წუთზე გავა და ბათუმში 14:15 წუთზე ჩავა, ხოლო ბათუმიდან 18:30-ზე გამოვა, თბილისში კი 23:59-ზე ჩამოვა.

ბილეთების გაყიდვა უკვე დაიწყო. მათი შეძენა ცენტრალური ვაგზლის სალაროებში,  რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდსა და აპლიკაციიის (Georgian Railway Tickets) საშუალებით შეგიძლიათ.

 

ავტორი: ნიუპრესი