|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით კიდევ ერთ რეისს ამატებს

23 ივლისიდან, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის  მიმართულებით დამატებით კიდევ ერთ, ღამის რეისს ნიშნავს.შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით, დღეში ოთხი  რეისი შესრულდება.

სამგზავრო მატარებლების განრიგი და  მოძრაობის დრო  იხილეთ ქვემოთ მოცემულ  ცხრილში:

# მატ.# დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა  
 
1 12/11 თბილისი-ოზურგეთი 8:50 17:50 8:55 17:30  
2 18/17 თბილისი-ქუთაისი 8:50 14:50 12:10 17:30  
3 802/801 თბილისი-ბათუმი 8:00 13:35 15:00 20:35  
4 812/803 თბილისი-ბათუმი 0:35 6:10 7:50 13:22  
5 804/811 თბილისი-ბათუმი 17:20 23:04 0:30 6:01  
6 808/807 თბილისი-ბათუმი 10:30 16:09 18:20 23:52  
7 870/869 თბილისი-ზუგდიდი 8:10 14:15 17:10 23:10  
8 874/873 თბილისი-ფოთი 17:45 23:20 7:25 13:10  

 

# მატ.# დანიშნულება გასვლა ჩასვლა გამოსვლა ჩამოსვლა  
 
1 6446/6445 ხაშური-ზესტაფონი    7:00   9:16    11:21    13:59  
2

 

 

6448/6447 ხაშური-ზესტაფონი  15:05  17:21   17:45     19:55  

 

ბილეთები უკვე იყიდება ონლაინ და საქართველოს რკინიგზის სალაროებში.

აქვე შეგახსენებთ, რომ ძალაში რჩება კოვიდ19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები: გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. ხელის  დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული. მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში  არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად. პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ყველა ზემოთაღნიშნული რეკომენდაციის დაცვისკენ მოუწოდებს და ბედნიერ მგზავრობას უსურვებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა