|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის კარედის გადაცემას ითხოვს

საქართველოს საპატრიარქო ანჩისხატის კარედის გადაცემას კიდევ ერთხელ ითხოვს. წერილი კათოლიკოს პატრიარქმა პრემიერმინისტრისა და თეა წულუკიანის სახელზე გუშინ, 2 აგვისტოს გააგზავნა.

წერილში ილია მეორე წერს, რომ ხატისთვის ანჩისხატში დამზადებულია სპეციალური ვიტრინა და ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარეს.

"ჩვენ დიდი ხანია ხელისუფლების წინაშე ვაყენებთ საკითხს ეკლესიისთვის მისი გადმოცემის თაობაზე: მზაობა ყოველთვის იყო, მაგრამ ითხოვდნენ, რომ სიწმინდის დაცვისა და მოვლა-პატრონობისათვის სათანადო პირობები შექმნილიყო.

ანჩისხატის დაბრუნების საინიციატივო ჯგუფმა (ხელმძღვანელი: ბატონი ზაზა ნანობაშვილი) ამ მხრივ დიდი სამუშაოები ჩაატარა, რის შედეგადაც გერმანული კომპანიის მიერ მაღალი ტექნოლოგიებით დამზადდა და ანჩისხატის ტაძარში დამონტაჟდა ხატის ჩასაბრძანებელი კიოტი, ჩატარდა სხვა სამუშაოებიც.

მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ ჩვენი ხალხისათვის ამ უდიდესი სიწმინდის საეკლესიო სივრცეში ყოფნის და მის წინაშე მუდმივი ლოცვის მნიშვნელობა და გადმოსცეთ იგი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ანჩისხატის ტაძარში დასაბრძანებლად", - აღნიშნულია წერილში.

 ცნობისთვის, ანჩისხატის კარედი ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების ეროვნულ მუზეუმშია დაცული, საიდანაც ეროვნული განხის ევაკუაციის დაწყება 5 აგვისტოდან იგეგმება. ამ დრომდე უცნობია, თუ სად დაიდებს ბინას მუზეუმში განთავსებული  139 ათასი ექსპონატი. 

ავტორი: ნიუპრესი