|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. სასწავლო პროცესი დაიწყო ქუთაისის სკოლებშიც.  ქალაქის სკოლებში წელს პირველად 2 270–მდე პირველკლასელი წავიდა.

2015–2016 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ქუთაისის ნომერ პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცეს ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა.

"გილოცავთ სწავლის წლის დაწყებას. მინდა განსაკუთრებით მივულოცო პირველკლასელებს. მათთვის ახალი ცხოვრება იწყება, ცოტათი იზღუდავენ თავისუფლებას, მაგრამ იწყებენ ცოდნის მიღებას, რაც ყველაზე მთავარია ცხოვრებაში. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ პედაგოგს და ადმინისტრაციას, რომლებიც ჩართული არიან საკმაოდ შრომატევად საქმეში და ზრდიან მომავალ თაობას. ჩემთვის განსაკუთრებული არის ამ სკოლაში მოსვლა და ამ სკოლიდან მილოცვა, რადგან მე ამ სკოლაში ვსწავლობდი და ძალიან მიყვარს, მინდა, რომ ამ სკოლამ შეძლოს და 21–ე საუკუნეში დამატებით აღზარდოს ადამიანები, რომლებიც დაამშვენებენ დაფას. ქუთაისი ამაყობდა და ამაყობს, რომ ის აძლევს საუკეთესო განათლებას ქვეყნის მასშტაბით, ეს ყველგან ჩანს. ამიტომ დიდი მადლობა ყველა მშობელს, რომ ცდილობენ საუკეთესო განათლება მისცენ მათ შვილებს და ყველა რესურსი ჩადონ მათში"–განაცხადა შოთა მურღულიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა