|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეიდან საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. სასწავლო პროცესი ქუთაისის 38 სკოლაში ერთდროულად ჰიმნისა და დროშების ფონზე დაიწყო.

 ქალაქის სკოლებში წელს პირველად 2 665–მდე პირველკლასელი წავიდა, მათ საჩუქრად ლეპტოპები და წიგნები გადაეცათ.

2017–2018 სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ქუთაისის ნომერ პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცეს ქალაქის ვიცე-მერმა ნოდარ მიქიაშვილმა და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა.

საზეიმო მიღება გაიმართა მესამე საჯარო სკოლის წინ.

წელს რეაბილიტაცია  ქუთაისის 9 სკოლაში მიმდინარეობს. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი