|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს უნივერსიტეტები რეიტინგის ათასეულებშიც ვერ მოხვდნენ

გამომცემლობა თიმეს Hიგჰერ Eდუცატიონ (თHE) მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების მე-14 ყოველწლიურ რეიტინგს აქვეყნებს. მასში სულ 77 ქვეყანა მოხვდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეიტინგის ათასეულშიც კი ვერ მოხვდა. წინა წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიციები მკვეთრად დაკარგა, ვინაიდან შარშან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რეიტინგის 800+-ეულში მოხვდა.

ისევე როგორც ერთი წლის წინ, რეიტინგის პირველი ადგილი ოქსფორდის უნივერსიტეტმა დაიკავა. მეორე პოზიციაც ასევე ბრიტანულმა უნვერსიტეტმა კემბრიჯმა დაიმსახურა. მომდევნო 5 ადგილს ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი სკოლის წარმოდგენლებმა დაიკავეს: კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, სტენფორდი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ჰარვარდი და პრინსტონი. რეიტინგის მე-8 ადგილი ლონდონის იმპერიულმა კოლეჯმა დაიკავა, მე-9-ზე კი ჩიკაგოს უნივერსიტეტი გავიდა. რეიტინგის მე-10 პოზიცია ციურიხისა და პენსილვანიის უნივერსიტეტებმა გაინაწილეს.

გამომცემლობა აღნიშნავს, რომ აზიის უნივერსიტეტები თავიანთ პოზიციებს მკვეთრად აუმჯობესებენ. მაგალითად, სინგაპურის ნაციონალურმა უნივერსიტეტმა 22-ე ადგილი დაიკავა. ასევე, პირველ 30-ეულში 2 ჩინურ უნივერსიტეტსაც ვხვდებით.

edu.aris.ge

ავტორი: ნიუპრესი